пятница, 6 октября 2017 г.

მე და ფეხბურთი


1. პროექტის სახელწოდება: მე და ფეხბურთი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მოსწავლეები განიმტკიცებენ სპორტის მნიშნველობას მათ ცხოვრებაში, უფრო სიღრმისეულად  გაიცნობენ ფეხბურთის წესებსა და ნორმებს, მოიძიებენ ინფორმაციას აღიარებული  ფეხბურთელების მოღვაწეობის შესახებ. გაიუმჯობესებენ თამაშის ტექნიკას.
3. პროექტის აქტუალობა:
ფეხბურთი არის მოსწავლეთა ყველაზე საყვარელი სპორტული თამაში, ამიტომ მოსწავლეები ხალისით ერთვებიან სპორტულ ღონისძიებებში,მნიშვნელოვანია ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, სკოლაში სპორტული განათლების დონის ამაღლება, მოსწავლეთა ფიზიკური უნარების განვითარება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
5. მონაწილეთა ასაკი: საბაზო-საშუალო კლასის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას ;
1 .მოსწავლეებს გაუჩნდებათ  მეტი მოტივაცია და თამაშის სურვილი.
2. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარი.
3. მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.
4. მოსწავლეები დახვეწავენ  სპორტული ტექნიკას და ტაქტიკურ უნარებს.
5. მოსწავლეები პროექტის ბოლოს მოამზადებენ პრეზენტაციას, თამაშების/ვარჯიშების  ამსახავ მასალას ატვირთავენ ბლოგზე ან სოციალურ ქსელში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო-აპარატი, პროექტორი, ბურთები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ფეხბურთელთა ბიოგრაფიების  მოძიება, ფეხბურთის წესების ძირეული გაცნობა ,სპორტულ-ვარჯიშობითი აქტივობები, ბლოგის შექმნა და პრეზენტაციის მომზადება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:
სპ.V.3. მოსწავლეს შეუძლია  მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ ფიზიკურ აქტივობებში;
·           ასრულებს თავის ფუნქციას და იღებს პასუხისმგებლობას გუნდურ თამაშებში მონაწილეობის დროს;
·           ხალისით მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში
საგნებთან კავშირი:
ქართული ენა: ინფორმაციის მოძიება ,დამუშავება
უცხოური ენები: მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას ინგლისურ ან რუსულ საიტებზე და გადათარგმნიან.
ისტ-ი: პრეზენტაციის მომზადება./ბლოგის შექმნა
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ზ. მამუჩიშვილი
12. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  mamuchishvili81@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: